ლუკა ზიდანი „ელჩეში“ გადადის

ესპანური მედიის ცნობით, მადრიდის „რეალის“ მესამე მეკარე, ლუკა ზიდანი იჯარის წესით „ელჩეში“ ითამაშებს.

Mundo Deportivo-ს ცნობით, სამეფო გუნდის მესამე მეკარე სეგუნდა დივიზიონის გუნდში პირველი მეკარე იქნება.

შეგახსენებთ, რომ ლუკა ზიდანი მადრიდის რეალის ყოფილი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის ერთ-ერთი შვილია.

20 წლის კიპერი მადრიდის “რეალის” აკადემიის აღზრდილია.

ლუკა ზიდანი „ელჩეში“ გადადის

სტატიის ავტორი
-