მალაგა და რუსული გუნდები – ლოკომოტივს რთული სპარინგები ელის

“ლოკომოტივმა” ზამთრის მოსამზადებელი პერიოდის პირველი ეტაპი დაასრულა. გია ჭიაბრიშვილის გუნდი, ინტენსიურ წვრთნას თბილისის ზღვაზე მდებარე ზესტაფონის საფეხბურთო ბაზაზე გადიოდა. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, “ლოკო “უცხოურ შეკრებას თურქეთში გეგმავდა; თუმცა, მოხდა ცვლილებები და ბელეკის ნაცვლად, თბილისელები შეკრებას ესპანეთში გაივლიან.

თბილისური შეკრების ფარგლებში, “ლოკომოტიველებმა” ოთხი ტესტ-მატჩიც გამართეს. პირველ შეხვედრაში, გუნდმა დიდი ანგარიშით – 8:0 დაამარცხა “გარეჯი”. ამის შემდეგ, “ლოკომ” 1:1 ითამაშა “საბურთალოსთან”; “დინამო ბათუმთან” 1:2 დამარცხდა, ხოლო თბილისში გამართულ ბოლო ტესტ-მატჩში, ჭიაბრიშვილის გუნდმა “გაგრასთან” სამბურთიანი სხვაობით წააგო.

6 თებერვალს, “ლოკომოტივი” ესპანეთში, ანდალუზიის რეგიონში, ქალაქ მარბელაში გაემგზავრება, სადაც ორკვირიან შეკრებას გაივლის და საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებს გამართავს:

8 თებერვალი – ლოკომოტივი Vs როსტოვი (რუსეთი)

11 თებერვალი – ლოკომოტივი Vs კრასნოდარი (რუსეთი)

14 თებერვალი – ლოკომოტივი Vs ლოკომოტივი მოსკოვი (რუსეთი)

17 ან 18 თებერვალი – მალაგა Vs ლოკომოტივი

 “ლოკომოტივი” თბილისში 20 თებერვალს დაბრუნდება და ჩემპიონატის განახლებამდე, 1 კვირა მზადებას დედაქალაქში გააგრძელებს.

წყარო: fcloco.ge

მალაგა და რუსული გუნდები – ლოკომოტივს რთული სპარინგები ელის

სტატიის ავტორი
-