მამარდაშვილი ფინალის შემადგენლობისთვის ფავორიტია – ესპანური მედია ქართველ მეკარეზე წერს

ესპანური, კონკრეტულად კი ვალენსიური გამოცემა plazadeportiva.valenciaplaza საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მიმდინარე, გამორჩეული სეზონის შესახებ სტატიას აქვეყნებს და მას ესპანეთის თასის ფინალში თამაშსაც უწინასწარმეტყველებს.

“გიორგი მამარდაშვილი დაბრუნდა შესანიშნავ დონეზე და იბრძვის იმისთვის, რომ “ვალენსიას” მთავარი მეკარის სტატუსი დაიბრუნოს. 

მისი სტატისტიკა ციფრებში შთამბეჭდავია: მხოლოდ შვიდი გაშვებული გოლი ათ თამაშში მოედანზე დაბრუნების შემდეგ (აქედან 4 “ბარსელონას” წინააღმდეგ) და ზედიზედ ხუთ შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა.

როგორი სტატისტიკა აქვს გიორგი მამარდაშვილს ლა ლიგის 42 მეკარეს შორის?

​ამავე დროს, მამარდაშვილის სტატისტიკა მუდმივად უმჯობესდება, იგი კლუბის ისტორიაში უკვე მეორე მეკარეა გაშვებული გოლების პროცენტული რაოდენობის სიმცირით. ეს საშუალოდ ერთ მატჩში 0.88 გოლს უდრის, რაც ანდრეას პალოპის მაჩვენებელს უტოლდება და სანტიაგო კანისარესს ცოტათი აღემატება (0.90).

თუმცა, იასპერ სილესენის დაბრუნების გამო, ყოველთვის იქნება საფუძვლიანი ეჭვი, იქნება თუ არა სტაბილური მისი სასტარტო პოზიცია, თუ ის კვლავ წააგებს დუელს ნიდერლანდელ მეკარესთან.

გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა

გასულ შაბათს სილესენის გუნდში დაბრუნების შემდეგ, მწვრთნელმა თავი აარიდა მეკარეების შესახებ კითხვას და 23 აპრილს, სევილიაში, “ლა კარტუხაზე” გასამართი ფინალისთვის ეს საკითხი კვლავ ღიად დატოვა.

არავინ კამათობს, რომ ფინალს განსაკუთრებული ზეწოლა თან ახლავს და ეს შესაძლოა მამარდაშვილისთვის უპირატესობად არ ჩაითვალოს, რადგანაც მას მსგავსი ტიპის ემოციების გაკონტროლების გამოცდილება არ აქვს.

მატჩის ქართველი მეფე – გიორგი მამარდაშვილის შეფასება კადისთან მატჩში

მას შემდეგ, რაც ბევრი ისწავლა და შეითვისა, ქართველი თითქოს უფრო მომწიფდა ამ გამოცდილების ხარჯზე. მას აქვს უპირატესობა ფინალში ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად და არა მხოლოდ იქ, გრძელვადიან პერსპექტივაში”, – წერს ანდალუსიური გამოცემა.

“სილესენმა უნდა იფრთხილოს” – როგორ გამოეხმაურა ესპანური მედია მამარდაშვილის თამაშს?

კოპა დელ რეის ფინალური შეხვედრა 23 აპრილს, სევილიაში, “ლა კარტუხაზე” გაიმართება და მასში ერთმანეთს “ვალენსია” და “რეალ ბეტისი” დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

მამარდაშვილი ფინალის შემადგენლობისთვის ფავორიტია – ესპანური მედია ქართველ მეკარეზე წერს

სტატიის ავტორი
-