არც თუ დიდი ხნის წინ, კრიშტიანუ რონალდუმ “მანჩესტერის” ხელმძღვანელობას წასვლის შესახებ აცნობა.
37 წლის ფეხბურთელმა მოულოდნელად განუცხადა კლუბს, რომ მის თავს “მანჩესტერისგან” მოშორებით ხედავს.
თავდაპირველად, ინგლისური კლუბის თავკაცები ამტკიცებდნენ, რომ რონალდუს გაყიდვას არ აპირებდნენ, თუმცა ახლა თვლიან, რომ პორტუგალიელი ვარსკვლავის შენარჩუნება შეუძლებელია.
SunSport-ის ცნობით, რონალდუს წარმომადგენლებმა კლუბის ახალ აღმასრულებელ დირექტორს რიჩარდ არნოლდს უთხრეს, რომ კრიშტიანუ არ დარჩებოდა, თუ კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას ვერ მოახერხებდა.
ახალმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰეგმა რონალდუს “გიგანტი” უწოდა და სურვილი გამოთქვა, რომ ის კლუბში დარჩება. მაგრამ საბჭოსთან მოლაპარაკების შემდეგ, ჰოლანდიელმა აღიარა, რომ მომავალ სეზონში პორტუგალიელი კლუბში აღარ იქნება.
Cristiano Ronaldo was absent from Manchester United training for the third straight day 😳
United still don’t know if he plans to join the club’s pre-season tour. pic.twitter.com/qxQG4yV9uM
— GOAL News (@GoalNews) July 6, 2022
12 წლის შემდეგ კრიშტიანუს დაბრუნება მანჩესტერში წარმატებული არ გამოდგა. მისმა “იუნაიტედში” გადასვლამ აშკარაა, რომ გუნდი ვერ გააძლიერა. მათ ვერცერთი შიდა ტურნირის მოგება ვერ შეძლეს და გარდა ამისა, გუნდის ისტორიაში ყველაზე ცოტა ქულა დააგროვეს. მანჩესტერელებმა პრემიერ ლიგაში მეექვსე ადგილი დაიკავეს და შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩნენ. სწორედ ამ გარემოებამ მიაღებინა რონალდუს ეს გადაწყვეტილება. 37 წლის ფეხბურთელი თვლის, რომ მას კვლავ შეუძლია მოიგოს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი.
Cristiano Ronaldo last season:
🏆 Most Premier League POTM awards
🏆 Most Man United POTM awards
🏆 Man United’s Player of the Year
⚽️ Man United’s top scorer
⚽️ Man United’s Goal of the Season
👤 Included in Premier League Team of the Year pic.twitter.com/I3zRF70xDZ— ESPN FC (@ESPNFC) July 6, 2022
ბევრ კლუბს სურს კრიშტიანუს დამატება, თუმცა მისი ხელფასისა და ამბიციების დაკმაყოფილებას ცოტა მათგანი თუ შეძლებს.
ჭორების თანახმად, “ჩელსია” დაინტერესებული პორტუგალიელის დამატებით. გავრცელდა ინფორმაცია, რომ რონალდუს აგენტი ხორხე მენდეში, მოლაპარაკებებს აწარმოებდა ლონდონური კლუბის თანამფლობელთან ტოდ ბოლისთან.
“მანჩესტერმა” განაახლა ვარჯიშები და ხვალ ავსტრალიასა და ტაილანდში გაფრინდებიან ტურნეს გასამართად, თუმცა კრიშტიანუ რონალდუს გარეშე.
Another high-intensity day at Carrington in the books ✔️#MUFC
— Manchester United (@ManUtd) July 5, 2022