მანჩესტერ სიტი Vs. ვესტ ჰემი (პრევიუ)

მხოლოდ Betlive.com-ზე და პირველად საქართველოში – ჯეკპოტები სპორტში! დადე ბილეთი და მოიგე 25 000; 50 000; 75 000 ან 100 000 ლარი!

აქციაში ჩართვა მარტივია: საკმარისია დადოთ მინიმუმ 1 ბილეთი სპორტში ნებისმიერ მოვლენაზე, შეავსოთ ქვიზი და გამოიცნოთ 3 მატჩის პირველი გოლის ავტორი!

ამ კვირაში გამოსაცნობი მატჩებია:

ჩელსი Vs. ტოტენჰემი

კრ.პალასი Vs. მანჩესტერ იუნაიტედი

მანჩესტერ სიტი Vs. ვესტ ჰემი

Live.Ge წარმოგიდგენთ თითოეული მატჩის დეტალურ პრევიუს:

 

პრემიერლიგის 28-ე ტურის შეხვედრაში “მანჩესტერ სიტი” “ვესტ ჰემს” უმასპინძლებს. საჩემპიონო რბოლაში ჩართული “მანჩესტერ სიტი” უდავო ფავორიტად მიიჩნევა – პეპ გვარდიოლას შეგირდებს ზურგს ურთიერთშეხვედრების სტატისტიკაც უმაგრებს.

აღსანიშნავია რომ “ეტიჰადზე” გამართული უკანასკნელი 12 ურთიერთშეხვედრიდან 10 “მანჩესტერ სიტის” გამარჯვებით დასრულდა, 1 შეხვედრაში საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა, “ვესტ ჰემს” კი მხოლოდ 1 გამარჯვება ერგო. ამასთანავე ყველა ტურნირზე ჩატარებულ უკანასკნელ 15 შეხვედრაში “ქალაქელებმა” მხოლოდ 1 მარცხი იწვნიეს.

დაპირისპირებას გუნდები ოპტიმალური შემადგენლობით ხვდებიან, მაგრამ რამდენიმე ფეხბურთელი ორივე გუნდს გამოაკლდება. “მანჩესტერ სიტის” შემადგენლობაში ფერნანდინიოსა და აიმერიკ ლაპორტეს ვერ ვიხილავთ – “ჩაქუჩებს” კარლოს სანჩესი, ჯეკ უილშირი, ანდრეი იარმოლენკო და უინსტონ რიდი დააკლდებათ. ეს უკანასკნელი 2018 წლის მარტში მიღებული ტრავმის შემდეგ არ გამოჩენილა მოედანზე.

საინტერესო ფაქტები მატჩის შესახებ:

  • სერხიო აგერო შესაძლოა გახდეს პირველი ფეხბურთელი, რომელიც ჰეთ-თრიქს პრემიერლიგის ზედიზედ სამ შეხვედრაში გაიფორმებს. 
  • “ეტიჰადზე” გამართულ უკანასკნელ 16 შეხვედრაში სერხიო აგერომ 25 გოლის გატანა შეძლო.
  • პრემიერლიგის ეგიდით, “ეტიჰადზე” გამართული უკანასკნელი 23 შეხვედრა, რომელშიც სერხიო აგერო ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა “მანჩესტერ სიტის” გამარჯვებით დასრულდა. აღნიშნულ მატჩებში აგერომ 29 გოლი გაიტანა და 7 ასისტი გაიფორმა.
  • ყველა ტურნირზე გამართულ დაპირისპირებებში დავიდ სილვამ “ვესტ ჰემს” უფრო მეტი გოლი გაუტანა (6) ვიდრე ნებისმიერ სხვა კლუბს.
  • პრემიერლიგის ეგიდით გამართული უკანასკნელი 5 ურთიერთშეხვედრიდან ოთხჯერ “მანჩესტერ სიტიმ” გახსნა ანგარიში. უკანასკნელ ხუთ ურთიერთშეხვედრაში რაჰიმ სტერლინგმა და ლეროი სანემ “ვესტ ჰემს” 3-3 გოლი გაუტანეს. 
  • პრემიერლიგის ეგიდით გამართული უკანასკნელი 6 დაპირისპირებიდან 5 “მანჩესტერ სიტის” გამარჯვებით, 1 კი ფრედ დასრულდა. გატანილი და გაშვებული გოლების კომპონენტში “მანჩესტერ სიტის” კოლოსალური უპირატესობა აქვს (17:3).
  • პეპ გვარდიოლას მეთაურობით, ყველა ტურნირზე “ქალაქელები” ექვსჯერ დაუპირისპირდნენ “ვესტ ჰემს” – ექვსივე შეხვედრა “ქალაქელთა” გამარჯვებით დასრულდა. “მანჩესტერ სიტიმ” 22 გოლის გატანა შეძლო და მხოლოდ 3 გაუშვა.
  • პრემიერლიგის ეგიდით გამართულ უკანასკნელ 15 საშინაო შეხვედრაში “მანჩესტერ სიტიმ” მინიმუმ ორი გოლის გატანა შეძლო. 

მანჩესტერ სიტი Vs. ვესტ ჰემი (პრევიუ)

სტატიის ავტორი
-