მანჩესტერ სიტიმ ნიუკასლთან მოგებით 2 რეკორდი დაამყარა

პრემიერლიგის 36-ე ტურში ,,მანჩესტერ სიტი” ,,ნიუკასლს” ესტუმრა და 4:3 იმარჯვა.

ყველა ტურნირზე სტუმრად გამართულ შეხვედრებში პეპ გვარდიოლას გუნდის წაუგებელი სერია 23-მატჩამდე გაიზარდა, რაც ინგლისურ გუნდებს შორის ყველა დროის საუკეთესო შედეგია (,,სიტიმ” ,,ნოთს ქაუნთის” შედეგი გააუმჯობესა, რომელსაც 2012 წელს 22-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა).

გარდა ამისა, ,,ქალაქელებმა” გუშინდელი გამარჯვებით კიდევ ერთი რეკორდი დაამყარეს – ,,სიტიმ” პრემიერლიგაში მეტოქის მოედანზე ზედიზედ მე-12 მატჩი მოიგო.

პრემიერლიგის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ,,სიტის” 83 ქულა აქვს – მანჩესტერელებმა ჩემპიონობა სამშაბათს, 11 მაისს, ოფიციალურად გაიფორმეს.



 

მანჩესტერ სიტიმ ნიუკასლთან მოგებით 2 რეკორდი დაამყარა

სტატიის ავტორი
-