მანჩესტერ სიტის ბარსელონას ფეხბურთელის შეძენა სურს

“მანჩესტერ სიტი” “ბარსელონას” ფეხბურთელით დაინტერესდა.

კატალონიელთა პორტუგალიელი მარჯვენა მცველი, ნელსონ სემედუ შესაძლოა “სიტის” მოთამაშე გახდეს.

ინგლისის ჩემპიონებმა, რამდენიმე დღის წინ, “ბლაუგრანას” თავიანთი ინტერესის შესახებ უკვე აცნობეს . “სიტიმ” “ბარსელონასგან” ამ ეტაპზე უარი მიიღო. ესპანური გრანდის ხელმძღვანელობის თქმით, ისინი სემედუს ტრანსფერს არ განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ “ბარსელონამ” რამდენიმე ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა, რომლებიც ნეიმარის დაბრუნების შემთხვევაში გუნდს დატოვებდნენ. ერთ-ერთი სწორედ ნელსონ სემედუ იყო.

მანჩესტერ სიტის ბარსელონას ფეხბურთელის შეძენა სურს

სტატიის ავტორი
-