მანჩესტერ სიტის ვარსკვლავის ოპერაცია წარმატებით დასრულდა

“მანჩესტერ სიტის” 24 წლის მცველმა, ბენჯამინ მენდიმ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა. მანჩესტერულ დერბიში მენდიმ მუხლის არეში დისკომფორტი იგრძნო, თუმცა მოედანზე 90 წუთი დაჰყო.

დამატებით ჩატარებული გამოკვლევების შემდეგ, ცნობილი გახდა რომ “ქალაქელთა” განაპირა მცველს მუხლზე ოპერაცია ესაჭიროებოდა. “მანჩესტერ სიტის” მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ბენჯამინ მენდის ბარსელონაში ჩაუტარდა ოპერაცია. წყაროს მტკიცებით, ოპერაცია წარმატებით დასრულდა – თუმცა ფრანგი მცველის გამოჯანმრთელებისა და მოედანზე დაბრუნების ზუსტი თარიღი ამ წუთისათვის უცნობია.

მუხლზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, ბენჯამინ მენდიმ Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე პოსტი განათავსა.

მანჩესტერ სიტის ვარსკვლავის ოპერაცია წარმატებით დასრულდა

სტატიის ავტორი
-