მანჩინი: ,,უცნაური იქნება თუ ჟორჟინიო ოქროს ბურთს ვერ მოიგებს”

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რობერტო მანჩინი მიიჩნევს, რომ ,,ოქროს ბურთის” მფლობელი ,,სკუადრა აძურასა” და ლონდონის ,,ჩელსის” ნახევარმცველი, ჟორჟინიო უნდა გახდეს:

,,ჩემი ფეხბურთელები ,,ოქროს ბურთის” ნომინანტთა სიაში იმიტომ მოხვდნენ, რომ კარგები არიან და არა – ჩემ გამო…

ჩემი აზრით, ჯილდო ჟორჟინიომ უნდა მიიღოს. მან ყველაფერი მოიგო და ეს დაიმსახურა. უცნაური იქნება თუ ,,ოქროს ბურთი” მას არ გადაეცემა,” – მანჩინის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.


,,ოქროს ბურთისთვის” ბრძოლაში 30 ფინალისტს შორის იტალიის ეროვნული ნაკრების 5 ფეხბურთელი (ჟორჟინიო, ჯანლუიჯი დონარუმა, ჯორჯო კიელინი, ლეონარდო ბონუჩი და ნიკოლო ბარელა) მოხვდა.

ჟორჟინიომ 2021 წელს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ჩემპიონატის მოგება შეძლო.

მანჩინი: ,,უცნაური იქნება თუ ჟორჟინიო ოქროს ბურთს ვერ მოიგებს”

სტატიის ავტორი
-