მარეკ ჰამშიკმა ნაპოლის ყველა დროის რეკორდი დაამხო

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის შეხვედრა, რომელშიც “ნაპოლი” “პარი-სენ ჟერმენს” დაუპირისპირდა ნეაპოლელთა კაპიტნისათვის განსაკუთრებული გამოდგა.

ნეაპოლში, “სან პაოლოზე” გამართული მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. აღნიშნული შეხვედრა 512-ე გამოდგა, რომელშიც ჰამშიკმა “ნაპოლის” მაისური მოირგო, რაც ნეაპოლური კლუბის ყველა დროის რეკორდია. დღემდე, “ნაპოლის” მაისურით ჩატარებული ყველაზე მეტი შეხვედრა, კლუბის ლეგენდას ჯუზეპე ბრუსკოლოტის ეკუთვნოდა.

სლოვაკი ფეხბურთელი 2007 წელს შეუერთდა “ნაპოლის”. ნეაპოლელთა რიგებში ჩატარებული 11 სეზონის მანძილზე, ჰამშიკმა გულშემატკივართა აღფრთოვანება არაერთი ფენომენალური პერფორმანსით შეძლო.

მარეკ ჰამშიკმა ნაპოლის ყველა დროის რეკორდი დაამხო 1

მარეკ ჰამშიკმა ნაპოლის ყველა დროის რეკორდი დაამხო

სტატიის ავტორი
-