მარკო ასენსიომ რეალის დატოვება გადაწყვიტა

მარკო ასენსიომ გადაწყვიტა, რომ “რეალ მადრიდთან” კონტრაქტი არ გაახანგრძლივოს. აღნიშნულ ინფორმაციას Relevo ავრცელებს. მათი თქმით, ასენსიოს მადრიდელებმა მაგიდაზე ახალი კონტრაქტი დაუდეს, თუმცა, მან ხელის მოწერაზე უარი თქვა. ამავე წყაროზე დაყრდნობით ესპანელი უახლოეს მომავალში ახალ კლუბთან მოაწერს ხელს.

ასენსიო ელოდა, რომ კლუბი კონტრაქტის გახანგრძლივებას შესთავაზებდა, თუმცა, ის გრძნობს, რომ კარლო ანჩელოტის გეგმებში არ შედის.

მარკოს ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი სად გააგრძელებს თამაშს, მაგრამ იტალიის და ინგლისის რამდენიმე დიდმა კლუბმა მის მიმართ უკვე გამოიჩინა ინტერესი.

მარკო ასენსიომ რეალის დატოვება გადაწყვიტა

სტატიის ავტორი
-