მარკო ვან ბასტენმა ბენზემას არჩათვლილ გოლზე უკმაყოფილება გამოხატა

ჩემპიონთა ლიგის ფინალში კარიმ ბენზემას არჩათვლილ გოლს ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, მარკო ვან ბასტენი გამოეხმაურა:

,,ფეხბურთში უკვე დიდი ხანია ვარ და ეს ხაზები საქმეს არ ამარტივებს: იყავი თუ არა ნახევარი თითით წინ?

ამ ყველაფრით უკვე დავიღალე. ეს საუბრები რამდენიმე წელია გრძელდება და ყველაფერი წარმოუდგენლად რთულია. შენ ფიქრობ: ,,კარგი, გავაგრძელოთ, გენდობით!” შემდეგ კი ყველაფერი ისევ რთულადაა, ეს არც მე მესმის და არც სახლში მჯდომ ხალხს,” – განაცხადა ვან ბასტენმა.


ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაში მადრიდის ,,რეალმა” ,,ლივერპული” 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 59-ე წუთზე ვინისიუს ჟუნიორმა გაიტანა.

მატჩის პირველი ტაიმის მიწურულს კარიმ ბენზემამ ანგარიში გახსნა, თუმცა მსაჯმა გოლო თამაშგარის გამო არ ჩათვალა.

მარკო ვან ბასტენმა ბენზემას არჩათვლილ გოლზე უკმაყოფილება გამოხატა

სტატიის ავტორი
-