მარსელო რეალს ტოვებს?!

დიდია იმის ალბათობა, რომ მადრიდის “რეალი” მარცხენა მცველმა, მარსელომ დატოვოს.

ესპანური Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელმა გუნდის დატოვების მიზეზით “რეალის” მესვეურებს უკვე მიმართა.

უნდა ითქვას, რომ მარსელო “რეალისთვის” ისეთივე სასარგებლო ვეღარ არის, როგორიც ადრე იყო.

ცნობილია, რომ 30 წლის მცველის დიდი სურვილია, ყოფილ თანაგუნდელს რონალდუს “იუვენტუსში” შეუერთდეს.

მარსელო რეალს ტოვებს?!

სტატიის ავტორი
-