მატჩის წინა გახურების მასტერკლასი ლეგენდარული მარადონას შესრულებით

1989 წელის 19 აპრილს, ბერლინის “ოლიმპიაშტადიონზე” ავსტრიული ბენდის, Opus-ის სიმღერა, სახელწოდებით Live is Life ჟღერდა. ზოგადად, ენერგიული სიმღერები თამაშის დაწყებამდე არავის უკვირს, მაგრამ ის, რაც დიეგო არმანდო მარადონამ მოედანზე გააკეთა, სპორტის ფარგლებს გასცდა: ეს ხელოვნება იყო.

იმ პერიოდში, მარადონა “ნაპოლის” ღირსებას იცავდა და უეფა-ს თასზე, “ბაიერნის” წინააღმდეგ სათამაშოდ ემზადებოდა. ყველასთვის ცნობილ მუსიკას მარადონა გენიალურად აჰყვა: ბურთის რიტმული კენწვლა, ცეკვა, კონტროლი, თავდაჯერებულობა, ტექნიკა, არგენტინული სული – დიეგო ნამდვილი შემოქმედი იყო, რომელიც “ნაპოლის” გულშემატკივარს, გადაჭარბების გარეშე და მხოლოდ დადებითი დატვირთვით შეიძლება ითქვას, აგიჟებდა.

ახლა კი, როდესაც საფეხბურთო სამყარომ დიეგო არმანდო მარადონას გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაცია გაიგო, გავიხსენოთ ლეგენდარული არგენტინელის საოცარი პერფორმანსი.

იხილეთ ვიდეო


ასევე იხილეთ: მარადონა – ნაპოლის მფარველი ანგელოზი & ჩემპიონი

მატჩის წინა გახურების მასტერკლასი ლეგენდარული მარადონას შესრულებით

სტატიის ავტორი
-