მაურისიო სარი იგუაინის ტრანსფერს გამოეხმაურა

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის მტკიცებით, რამდენიმე საათში გონსალო იგუაინი “არისტოკრატების” ფორმას მოირგებს. “ტოტენჰემთან” მატჩის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე, მაურისიო სარიმ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

სარის მტკიცებით, იგუაინი უახლოეს საათებში მოაწერს კონტრაქტს ხელს. “არისტოკრატების” თავკაცს სჯერა, რომ იგუაინი მომენტალურად დაიწყებს გოლების გატანას – თუმცა გოლებზე მეტად “ჩელსის” წარმომადგენელთათვის იგუაინის კარგი თამაში უფრო მნიშვნელოვანია. მაურისიო სარი იმედოვნებს, რომ იგუაინს მის საუკეთესო ფორმაში დააბრუნებს.

მაურისიო სარი იგუაინის ტრანსფერს გამოეხმაურა 1

“იგი საკმაოდ მაღალი დონის შემტევია. განსაკუთრებული შთაბეჭდილება “ნაპოლიში” გატარებულ პირველ სეზონში მოახდინა. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო შემტევია. გონსალო ნამდვილად იმსახურებს “ჩელსის” მაისურის მორგებას”, – აღნიშნა მაურისიო სარიმ.

მაურისიო სარი იგუაინის ტრანსფერს გამოეხმაურა 2

მაურისიო სარი იგუაინის ტრანსფერს გამოეხმაურა

სტატიის ავტორი
-