მაურისიო სარი კეპას მოქმედებაზე პირველ კომენტარს აკეთებს

ინგლისის ლიგის თასის ფინალში ერთმანეთს “მანჩესტერ სიტი” და ლონდონის “ჩელსი” დაუპირისპირდნენ. მატჩი მანჩესტერელებმა თერთმეტმეტრიანებში მოიგეს.  

მატჩის მიწურულს მცირე ინციდენტი დაფიქსირდა. დამატებითი დროის ბოლო წუთზე, ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო სარიმ, მეკარის შეცვლა გადაწყვიტა, რადგან ვილი კაბალიერო ძალიან გამოცდილი მეკარეა და თერთმეტმეტრიანებს ძალიან კარგად უმკლავდება. ლონდონელთა მეკარე ამ ფაქტს ძალიან ცუდად შეხვდა და მოედანი არ დატოვა. ამ ფაქტმა მაურისიო სარი ძალიან გააცხარა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, ლონდონელთა თავკაცმა პირველი კომენტარი გააკეთა: “კეპას სურდა მცოდნოდა, რომ მას თამაშის გაგრძელება შეეძლო. იგი მართალი იყო, მაგრამ მისი ქცევა გადამეტებული და არასწორი იყო. იგი მენტალურად მართალი იყო, თუმცა ამ ყველაფრის გააზრება მხოლოდ თამაშის დასრულების შემდეგ შევძელი”.

 

მაურისიო სარი კეპას მოქმედებაზე პირველ კომენტარს აკეთებს

სტატიის ავტორი
-