მბაპე: ,,მაკრონმა დამირეკა და მითხრა, რომ უნდოდა, პსჟ-ში დავრჩენილიყავი”

,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ, გაიხსენა, რომ 2022 წლის დასაწყისში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, დაურეკა და პარიზულ კლუბში დარჩენაზე ესაუბრა:

,,მაკრონმა დამირეკა და მითხრა: ,,ვიცი, რომ წასვლა გინდა. უნდა გითხრა, რომ საფრანგეთსაც სჭირდები. არ მინდა, რომ წახვიდე. შესაძლებლობა გაქვს, რომ აქ ისტორია დაწერო, ყველას უყვარხარ.” მე კი ვუპასუხე, რომ ამას ძალიან ვაფასებდი, ეს სიგიჟეა – ქვეყნის პრეზიდენტი გირეკავს და გეუბნება, რომ შენი დარჩენა უნდა,” – განაცხადა მბაპემ.

გასული წლის ბოლოს ესპანური მედია იუწყებოდა, რომ კილიან მბაპეს ,,რეალში” გადასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, თუმცა ფეხბურთელმა საბოლოოდ ,,პსჟ-სთან” ხელშეკრულება გაახანგრძლივა.

მიმდინარე სეზონში კილიანის ანგარიშზე ,,პარი სენ ჟერმენის” მაისურით ჩატარებულ 19 შეხვედრაში 18 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

მბაპე: ,,მაკრონმა დამირეკა და მითხრა, რომ უნდოდა, პსჟ-ში დავრჩენილიყავი”

სტატიის ავტორი
-