მერსონი: ,,ლივერპულმა საუთჰემპტონს 55:0 რომ მოუგოს, მაინც არაფერი შეიცვლება”

ლონდონის ,,არსენალისა” და ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, პოლ მერსონი, დარწმუნებულია, რომ ინგლისის პრემიერლიგის გამარჯვებული ,,მანჩესტერ სიტი” გახდება:

,,ლივერპულს შეუძლია, საუთჰემპტონი 55:0 დაამარცხოს, მაგრამ მაინც არაფერი შეიცვლება. მათ პრემიერლიგის მოგების შანსი არ აქვთ. მანჩესტერ სიტის საკუთარ მოედანზე ასტონ ვილას დამარცხება სჭირდება და ასეც მოხდება.

გვარდიოლას გუნდმა ვესტ ჰემთან შეხვედრაში მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა და ჩემპიონატს მოიგებს, თუმცა მშვენიერი რბოლა გამოვიდა, გუნდები ერთმანეთზე ზეწოლას ყოველთვის ახდენდნენ,” – მერსონის სიტყვებს Sky Sports-ი ციტირებს.


პრემიერლიგის 37 ტურის შემდეგ, ,,მანჩესტერ სიტი” 90 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან ,,ლივერპულს” 4 ქულით უსწრებს (მერსისაიდელთა ანგარიშზე 36 მატჩია). ბოლო ტურში გვარდიოლას გუნდი ,,ასტონ ვილას” უმასპინძლებს და მოგების შემთხვევაში ჩემპიონი გახდება.

მერსონი: ,,ლივერპულმა საუთჰემპტონს 55:0 რომ მოუგოს, მაინც არაფერი შეიცვლება”

სტატიის ავტორი
-