მესი ბენფიკასთან შეხვედრას გამოტოვებს

,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი, ლეო მესი ლისაბონის ,,ბენფიკასთან”, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩში, ვერ ითამაშებს.

პარიზული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, არგენტინელს ფეხის კუნთზე კვლავ პრობლემები აქვს, რის გამოც დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა. ლეომ ტრავმის გამო, ვერც საფრანგეთის ლიგა 1-ის გასულ ტურში, ,,რეიმსთან” შეხვედრაში ითამაშა.

მესის გარდა, ,,ბენფიკასთან” შეხვედრას პრესნელ კიმბეპმბე, ნუნუ მენდეში და რენატუ სანჩესიც გამოტოვებენ.

მატჩი ,,პსჟ-სა” და ,,ბენფიკას” შორის ხვალ, 23:00 საათზეა, ჩანიშნული.

3 ტურის შემდეგ, გალტიეს გუნდს 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა, 7 ქულა აქვს მეორეადგილოსან ,,ბენფიკასაც”.

მესი ბენფიკასთან შეხვედრას გამოტოვებს

სტატიის ავტორი
-