მესი და ბარსელონა – მადლობა მოგონებებისთვის | VIDEO

სენსაციური ინფორმაციის თანახმად, რომელიც “ბარსელონას” ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა, ლეო მესიმ კატალონიური გრანდი დატოვა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ბარსელონასა” და მესის შორის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე შეთანხმება მიღწეული იყო, თუმცა ლა ლიგის ფინანსური და ეკონომიკური რეგულაციების გათვალისწინებით, კონტრაქტის გახანგრძლივება შეუძლებელი აღმოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კატალონიურ გრანდში ლეო მესის ეპოქა დასრულდა.

გავლენიანი სპორტული ტაბლოიდი Bleacher Report მესის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, ემოციური ანიმაციით ეხმაურება:

სტატიის ავტორი
-