მესი: ,,დარწმუნებული ვარ, რომ გაცილებით უკეთესი მომავალი სეზონი მექნება”

,,პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი, ლეო მესი მომავალი სეზონსითვის ოპტიმისტურადაა განწყობილი:

,,დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი სეზონი პსჟ-სთან ერთად გაცილებით უკეთესი მექნება.

გიჟური ზაფხულის შემდეგ თამაში იოლი არ ყოფილა. გამიჭირდა იმაზე შეგუება თუ რაც მოხდა. არ ველოდი, რომ ბარსელონას დატოვება მომიწევდა, ეს შოკი იყო,” – მესის სიტყვებს TyC Sports-ი ციტირებს.


მესი ,,პსჟ-ში” გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. არგენტინელმა 2021-2022 წლების სეზონში პარიზული კლუბის მაისურით ჩატარებულ 34 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა მიითვალა. 34 წლის ფეხბურთელმა ,,პარი სენ ჟერმენთან” ერთად, ერთადერთი ტიტული – საფრანგეთის ლიგა 1 მოიგო.

მესი: ,,დარწმუნებული ვარ, რომ გაცილებით უკეთესი მომავალი სეზონი მექნება”

სტატიის ავტორი
-