მესი: ,,ოქროს ბურთი? ახლა ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს”

არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტნის, ლეო მესის თქმით, მისთვის ყველაზე დიდი ჯილდო მსოფლიო ჩემპიონატის თასია:

,,ოქროს ბურთი? კარიერის ამ ეტაპზე მის მიმართ ასეთი დამოკიდებულება მაქვს: თუ მივიღებ კარგი იქნება, თუ არა, არაუშავს… ვნერვიულობ თუ არა ამის შესახებ? ახლა ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს.

ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემთვის მთავარი გუნდური ჯილდოებია და არა – ინდივიდუალური. ამ მომენტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მსოფლიო ჩემპიონატის თასია,” – მესის სიტყვებს As-ი ციტირებს.

მესის კარიერაში 7 ,,ოქროს ბურთი” აქვს მიღებული. მას შემდეგ, რაც ლეომ 2022 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, არგენტინელი ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს კიდევ ერთხელ მოპოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.

მესი: ,,ოქროს ბურთი? ახლა ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს”

სტატიის ავტორი
-