მესი ყველაზე მაღალანაზღაურებადია | პსჟ-ს კოლოსალური გადასახადები

“პარი სენ-ჟერმენის” ახალწვეული – ლეო მესი, პარიზული გრანდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, გადასახადების გადახდის შემდეგ, ლეო მესი ყოველწლიურად €35 მილიონს მიიღებს.

არგენტინელი სუპერვარსკვლავის პარიზულ გრანდში გადასვლამდე, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის სტატუსით ნეიმარი სარგებლობდა. “პსჟ”-ს ბრაზილიელი ვარსკვლავი ყოველწლიურად €30 მილიონს იღებს – მესამე ადგილს კილიან მბაპე იკავებს, რომელიც €24 მილიონს გამოიმუშავებს.

ლეო მესის, ნეიმარის, კილიან მბაპეს, სერხიო რამოსის, ჯიჯი დონარუმას, კეილორ ნავასის, აჰრაფ ფაკიმის, ანხელ დი მარიას, ჯინი ვეინალდუმის, მაურო იკარდის, მარკო ვერატის, მარკინიოსისა და კიმპემბეს წლიური სახელფასო ანაზღაურება €200 მილიონს აჭარბებს.

მესი ყველაზე მაღალანაზღაურებადია | პსჟ-ს კოლოსალური გადასახადები

სტატიის ავტორი
-