მესი VS რონალდუ: როგორია მათი სტატისტიკა ევროპის სუპერ ლიგის კლუბების წინააღმდეგ?

ბოლო დღეების განმავლობაში, მსოფლიო საფეხბურთო საზოგადოება, განსაკუთრებით კი ევროპა, სუპერ ლიგის შექმნის იდეამ მოიცვა, რომელშიც წამყვანი ჩემპიონატების ტოპ კლუბები აპირებენ მონაწილეობის მიღებას.

უკვე ცნობილია, რომ ევროპის სუპერ ლიაგში მონაწილეობაზე ოფიციალური დასტური პრემიერ ლიგიდან “მანჩესტერ სიტიმ”, “მანჩესტერ იუნაიტედმა”, “ლივერპულმა”, “ტოტეჰემმა“, ლონდონის “არსენალმა” და “ჩელსიმ”, ლა ლიგიდან მადრიდის “რეალმა” და “ატლეტიკომ” და “ბარსელონამ”, სერია A-დან ტურინის “იუვენტუსმა”, “მილანმა” და თანაქალაქელმა “ინტერმა” გამოაცხადეს.

საინტერესოა, როგორია თანამედროვეობის ორი საუკეთესო ფეხბურთელის, ლიონელ მესის და კრიშტიანუ რონალდუს სტატისტიკა ჩამოთვლილი კლუბების წინააღმდეგ. კლუბების, რომლებსაც საერთო ჯამში 11 ოქროს ბურთის მფლობელმა ფეხბურთელებმა, შესაძლოა ყოველკვირეულად ითამაშონ.

Cristiano Ronaldo and Lionel Messi

არსენალი

მესი: 6 მატჩი, 9 გოლი, 1 საგოლე გადაცემა

რონალდუ: 15 მატჩი, 6 გოლი, 1 საგოლე გადაცემა

Lionel Messi vs Arsenal

ჩელსი

მესი: 10  მატჩი, 3 გოლი, 3 საგოლე გადაცემა

რონალდუ: 15 მატჩი, 2 გოლი, 1 საგოლე გადაცემა

ლივერპული

მესი: 4 მატჩი, 2 გოლი, 0 საგოლე გადაცემა

რონალდუ: 12 მატჩი, 3 გოლი, 1 საგოლე გადაცემა

მანჩესტერ სიტი

მესი: 6  მატჩი, 6 გოლი, 2 საგოლე გადაცემა

რონალდუ: 14 მატჩი, 5 გოლი, 1 საგოლე გადაცემა

Ronaldo vs Man City

მანჩესტერ იუნაიტედი

მესი: 6 მატჩი, 4 გოლი, 0 საგოლე გადაცემა

რონალდუ: 5 მატჩი, 3 გოლი, 0 საგოლე გადაცემა

ტოტენჰემი

მესი: 2  მატჩი, 2 გოლი, 0 საგოლე გადაცემა

რონალდუ: 18 მატჩი, 10 გოლი, 3 საგოლე გადაცემა

მილანი

მესი: 8  მატჩი, 8 გოლი, 2 საგოლე გადაცემა

რონალდუ: 13 მატჩი, 6 გოლი, 1 საგოლე გადაცემა

Ronaldo vs AC Milan

ინტერი

მესი: 4  მატჩი, 0 გოლი, 0 საგოლე გადაცემა

რონალდუ: 10 მატჩი, 4 გოლი, 1 საგოლე გადაცემა

იუვენტუსი

მესი: 7  მატჩი, 3 გოლი, 1 საგოლე გადაცემა

რონალდუ: 7 მატჩი, 10 გოლი, 3 საგოლე გადაცემა

ატლეტიკო

მესი: 42  მატჩი, 32 გოლი, 5 საგოლე გადაცემა

რონალდუ: 35 მატჩი, 25 გოლი, 5 საგოლე გადაცემა

Messi vs Atletico

ბარსელონა

მესი: 0 მატჩი, 0 გოლი, 0 საგოლე გადაცემა

რონალდუ: 34 მატჩი, 20 გოლი, 1 საგოლე გადაცემა

რეალი

მესი: 45  მატჩი, 26 გოლი, 14 საგოლე გადაცემა

რონალდუ: 0 მატჩი, 0 გოლი, 0 საგოლე გადაცემა

ყველა ერთად

მესი: 140  მატჩი, 95 გოლი, 29 საგოლე გადაცემა

რონალდუ: 179 მატჩი, 93 გოლი, 18 საგოლე გადაცემა

Ronaldo and Lionel Messi

მესი VS რონალდუ: როგორია მათი სტატისტიკა ევროპის სუპერ ლიგის კლუბების წინააღმდეგ?

სტატიის ავტორი
-