“მესის დასაბრუნებლად ყველაფერს გავაკეთებთ” – ბარსას პრეზიდენტი

კატალონიური გრანდის პრეზიდენტი – ჟოან ლაპორტა, არგენტინელი სუპერვარსკვლავის ტრანსფერის შესაძლებლობას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ კატალონიელები მესის დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებენ.

“მესის დაბრუნება? რა თქმა უნდა, ამის შესახებ ვფიქრობთ – აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ მომავალ სეზონში უძლიერესი გუნდი გვყავდეს. ვნახოთ, დაგვიდასტურებენ, თუ არა ჩვენს გეგმას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მესი დავიბრუნოთ”, – ჟოან ლაპორტა.

შეგახსენებთ, ლა ლიგის 34-ე ტურის შეხვედრაში, “ესპანიოლისა” და “ბარსელონას” დაპირისპირება შედგა. “RCDE Stadium”-ზე “ბარსელონამ” მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, რის შემდეგაც ლა ლიგის ჩემპიონის ტიტულს ნაადრევად დაეუფლა.

“მესის დასაბრუნებლად ყველაფერს გავაკეთებთ” – ბარსას პრეზიდენტი

სტატიის ავტორი
-