მესის ჯარიმების რეალიზაციის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს მსოფლიოში

ლეო მესიმ გუშინ “ბეტისთან” მოგებულ მატჩში (4:1) მორიგი საუცხოო მატჩი ჩაატარა და კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა.

ინგლუსურის ESPN-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, არგენტინელ ფეხბურთელს მსოფლიოში ჯარიმების რეალიზაციის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.

ლეომ კარიერაში 330 საჯარიმოდან 28-ს გატანა მოახერხა და გამოყენებული დარტყმების 8.5%-ით პირველია.

მეორე ადგილზეა რონალდინიო, რომლის 205 ცდიდან 15 იყო ზუსტი – 7.3%.

მე-3 პოზიციაზე “იუვენტუსის” ვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუა, რომელმაც 310-ჯერ დაარტყა და 19 გამოიყენა – 6.1%.

მეოთხეა ყოფილი ბრაზილიელი მარცხენა მცველი, რობერტო კარლოსი – 382-დან 16 (4.2%)

მესის ჯარიმების რეალიზაციის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს მსოფლიოში

სტატიის ავტორი
-