მესის მარცხენა თუ რონალდუს მარჯვენა? – ჰოლანდის პასუხი

,,მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელს, ერლინგ ჰოლანდს, ჰკითხეს ლეო მესის მარცხენა ფეხს აირჩევდა თუ კრიშტიანუ რონალდუს მარჯვენას, რაზეც ნორვეგიელმა უპასუხა:

,,რთულია… რადგან მარცხენა ფეხი კარგი მაქვს, რონალდუს მარჯვენა ფეხს ავირჩევ,” – ჰოლანდის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

ერლინგ ჰოლანდის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ,,მანჩესტერ სიტის” მაისურით ჩატარებულ 51 შეხვედრაში 52 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.

ნორვეგიელმა ,,ქალაქელებთან” ერთად პრემიერლიგის მოგება შეძლო. გარდა ამისა, მისი გუნდი ინგლისის თასისა და ჩემპიონთა ლიგი ფინალშია.

მესის მარცხენა თუ რონალდუს მარჯვენა? – ჰოლანდის პასუხი

სტატიის ავტორი
-