“მეტი პატივისცემა ჟოზეს” – მაურისიო სარიმ მოურინიო დაიცვა

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის, მაურუსიო სარის მოსაზრებით, უამრავი არაერთი მნიშვნელოვანი სამწვრთნელო წარმატების ფონზე, ჟოზე მოურინიო მეტ პატივისცემას იმსახურებს. აღნიშნულთან დაკავშირებით სარიმ განცხადება “მანჩესტერთან” შეხვედრის (2:2) შემდეგ გააკეთა.

მიმდინარე სეზონში “მანჩესტერ იუნაიტედს” არასახარბიელო შედეგები აქვს – პრემიერლიგაში ჩატარებულ 9 შეხვედრაში “წითელმა” ეშმაკებმა მხოლო 4 მატჩის მოგება შეძლეს, 2-ჯერ ფრე ითამაშეს და 3-ჯერ დამარცხდნენ. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ გუნდმა უკვე 16 გოლი გაუშვა – “მანჩესტერზე” უარესი შედეგი მხოლოდ “ჰადერსფილდს,” “ფულჰემს,” “კარდიფსა” და “ბარნლის” აქვთ.

"მეტი პატივისცემა ჟოზეს" - მაურისიო სარიმ მოურინიო დაიცვა 1

ცუდი შედეგებიდან და გუნდში არსებული დაპირისპირებიდან გამომდინარე, მოურინიოს წასვლის აუცილებლობასთან დაკავშირებით ინგლისში სულ უფრო ხშირად საუბრობენ, თუმცა მაურისიო სარი სკეპტიკოსთა რიგებს არ განეკუთვნება: “ჩვენ ვსაუბრობთ მწვრთნელზე, რომელსაც ყველაფერი მოგებული აქვს. ვფიქრობ, ჟოზე ყველასგან მეტ პატივისცემას იმსახურებს. ის ძალიან კარგი მწვრთნელი და შესანიშნავი მენეჯერია. ორთვიანი ჩავარდნის გამო ჟოზე ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებს”, – აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.

“ჩელსის” მწვრთნელმა ორ მანჩესტერულ გუნდთანაც გაავლო პარალელი და “იუნაიტედის” პოტენციალს ხაზი გაუსვა: “ამ ეტაპზე, “სიტი” როგორც გუნდი, უფრო ძლიერია. თუმცა თუკი ფეხბურთელებს ინდივიდუალურად შევადარებთ, “ოლდ ტრაფორდზე” უკეთესი ფეხბურთელები თამაშობენ”, – განაცხადა მან.

“მეტი პატივისცემა ჟოზეს” – მაურისიო სარიმ მოურინიო დაიცვა

სტატიის ავტორი
-