“მისი დამარცხება რთულია” – ლა ლიგამ გიორგი მამარდაშვილს ვიდეო მიუძღვნა | VIDEO

ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურმა გვერდმა საქართველოს ნაკრების და “ვალენსიას” მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს ვიდეო მიუძღვნა.

ვიდეოს, რომელშიც 22 წლის ქართველი მეკარის გამორჩეული მომენტებია თავმოყრილი, ასეთი აღწერა აქვს: “მისი დამარცხება რთულია”.

2022/23 წლების სეზონში გიორგი მამარდაშვილმა “ვალენსიას” შემადგენლობაში 42 მატჩში 49 გოლი გაუშვა და 9-ჯერ კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

ამჟამად მამარდაშვილის მიმართ ინტერესი მიუნხენის “ბაიერნის” გარდა ინგლისის პრემიერ ლიგის გრანდებს, “მანჩესტერ იუნაიტედს”, ლონდონის “ჩელსის”, “ტოტენჰემს”, “ასტონ ვილას” და ასევე პორტუგალიურ “პორტუს” აქვთ.

“მისი დამარცხება რთულია” – ლა ლიგამ გიორგი მამარდაშვილს ვიდეო მიუძღვნა | VIDEO

სტატიის ავტორი
-