მომავალ სეზონში პარი სენ ჟერმენის ძირითადი მეკარე კვლავ ნავასი იქნება და არა – დონარუმა

,,პსჟ-ში” გადაწყვიტეს თუ ვინ იქნება გუნდის ძირითადი შემადგენლობის მეკარე მომავალ სეზონში.

ძირითადში კვლავ კეილორ ნავასი ითამაშებს და არა – ჯანლუიჯი დონარუმა. ინფორმაციას Telefoot-ზე დაყრდნობით Get French Football News-ი ავრცელებს.

იტალიის ნაკრების მეკარემ ,,პსჟ-ში” სამედიცინო შემოწმება 21 ივნისს წარმატებით გაიარა. მეკარე მალე პარიზელებთან 5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და ხელფასის სახით წელიწადში 12 მილიონ ევროს მიიღებს.



 

მომავალ სეზონში პარი სენ ჟერმენის ძირითადი მეკარე კვლავ ნავასი იქნება და არა – დონარუმა

სტატიის ავტორი
-