მოურინიო: “ბარსელონამ მეოთხე გოლზე 15 წლამდე გუნდივით ითამაშა”

პორტუგალიელმა სპეციალისტმა, ჟოზე მოურინიომ “ბარსელონას” განადგურებაზე ისაუბრა და მეოთხე გაშვებულ ბურთზე კომენტარი გააკეთა.

“თუ ასეთ გოლს 14 ან 15-წლამდელების თამაშში ნახავ, იტყვი, რომ ამ ბავშვებს ფეხბურთის თამაშისთვის საჭირო მენტალიტეტი არ აქვთ. ასეთი გოლის გაშვება შენს მორალურ მდგომარეობაზე ნათლად მეტყველებს. ასეთ სიტუაციაში თავის გამართლება წარმოუდგენელია. საინტერესოა, ვალვერდე ამ ყველაფერს როგორც ახსნის” – განაცხადა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრის 79-ე წუთზე “ბარსელონას” კარის მიმართულებით კუთხური დაინიშნა, რომელიც ინგლისელებმა მანამ ჩააწოდეს, სანამ კატალონიელები საჯარიმოში დალაგდნენ.

მოურინიო: “ბარსელონამ მეოთხე გოლზე 15 წლამდე გუნდივით ითამაშა”

სტატიის ავტორი
-