“პარედესს f**k off, მე კი f*** you მითხრა” – პარიზელები მსაჯს აკრიტიკებენ

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩში “მანჩესტერ სიტიმ” შინ “პსჟ” 2:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

დაპირისპირების შემდგომ, პარიზელთა ფეხბურთელებმა მთავარ არბიტრს, ბიორნ კუიპერსს სიტყვიერ შეურაცხყოფაში ბრალი დასდეს.

ამის შესახებ ჯერ ანდერ ერერამ, შემდეგ კი მარკო ვერატიმ ისაუბრა.

“დღეს მსაჯმა პარედესს f**k off უთხრა. ჩვენ რომ იგივე გავაკეთოთ, 3 ან 4 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაგვსჯიან,” – თქვა ერერამ.

“არბიტრმა f*** you ორჯერ მეც მითხრა. მათთვის ეს ნორმალურია, მაგრამ თუ ამას შენ იტყვი, 10 მატჩიან დისკვალიფიკაციას მიიღებ. მსაჯებთან ბევრს ვსაუბრობ, მაგრამ ამას არ ვაკეთებ,” – ამბობს ვერატი.

“პარედესს f**k off, მე კი f*** you მითხრა” – პარიზელები მსაჯს აკრიტიკებენ

სტატიის ავტორი
-