ნ’გოლო კანტე კარიერას ალ იტიჰადში გააგრძელებს

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ნ’გოლო კანტე კარიერას “ალ იტიჰადში” გააგრძელებს. 32 წლის ნახევარმცველმა სამედიცინო შემოწმება ლონდონშივე გაიარა. ფრანგმა არაბულ კლუბთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, გახანგრძლივების პერსპექტივით. ამავე ინფორმაციაზე დაყრდნობით, სეზონში 100 მილიონ ევროს მიიღებს.

მიუხედავად იმისა, რომ კანტეს “ჩელსიში” დარჩენა სურს, მხარეები ახალი კონტრაქტზე ვერ შეთანხმდნენ. აღსანიშნავია, რომ “ალ იტიჰადთან” ერთად ნ’გოლოს დამატებას “ალ ნასრიც” ცდილობდა.

ნ’გოლო კანტე კარიერას ალ იტიჰადში გააგრძელებს

სტატიის ავტორი
-