ნაგელსმანი ჩუპო-მოტინგზე: ,,ის ამ მომენტში ბაიერნის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია”

მიუნხენის ,,ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა, ,,რეკორდმაისტერის” თავდამსხმელი, ერიკ ჩუპო-მოტინგი შეაქო:

,,ჩუპოს თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ის გუნდში თავს კომფორტულად გრძნობს.

ამ მომეტში ჩუპო-მოტინგი ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია,” – განაცხადა ნაგელსმანმა.

გერმანული მედიის ცნობით, ,,ბაიერნი” ერიკ ჩუპო-მოტინგს ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე შეუთანხმდა.

მიმდინარე სეზონში 33 წლის თავდამსხმელის ანგარიშზე მიუნხენური გრანდის მაისურით ჩატარებულ 13 შეხვედრაში 8 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.


https://twitter.com/FabrizioRomano/status/1588573509139148800

ნაგელსმანი ჩუპო-მოტინგზე: ,,ის ამ მომენტში ბაიერნის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია”

სტატიის ავტორი
-