ნაპოლი – ფიორენტინა (პრევიუ)

იტალიის სერია ა-ს, მე-4 ტურის ერთ-ერთ გამორჩეულ შეხვედრაში, “ნაპოლი” – “ფიორენტინას” დაუპირისპირდება. ნეაპოლში, “სან პაოლოზე” გასამართი მატჩი, უდიდეს ინტერესს იწვევს.

სეზონის ბრწყინვალე სტარტისაგან განსხვავებით, რომელშიც კარლო ანჩელოტის გაწვრთნილმა “ნაპოლიმ” – “ლაციო” და “მილანი” დაამარცხა, მე-3 ტურში ნეაპოლელთათვის მოვლენები არც ისე სახარბიელოდ განვითარდა. “ნაპოლი” სტუმრად “სამპდორიასთან” დამარცხდა (0:3) და ახლა “ფიორენტინასთან” შეეცდება გულშემატკივართა გულის მოგებას. “ნაპოლისაგან” განსხვავებით უდანაკარგოთ ასპარეზობს “ფიორენტინა”. ფლორენციელებმა ორივე გამართულ შეხვედრაში გაიმარჯვეს და მატჩს საკმაოდ ამაღლებული განწყობით ხვდებიან.

დღევანდელ შეხვედრაში, გუნდები მოედანზე ოპტიმალური შემადგენლობით გადიან. მნიშვნელოვანი დანაკლისი, რომელმაც შესაძლოა მატჩის ბედი გადაწყვიტოს არცერთ გუნდს არ აქვს. ურთიერთშეხვედრების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ნეაპოლელები სოლიდური უპირატესობით სარგებლობენ. 21 საუკუნეში, “სან პაოლოზე”, ყველა ტურნირის ეგიდით ჩატარებული 14 შეხვედრიდან, 8 “ნაპოლის” გამარჯვებით, ხოლო 4 ფრედ დასრულდა. “ფიორენტინამ” მხოლოდ ორჯერ შეძლო გასვლით შეხვედრაში “ნაპოლის” დამარცხება.

“სან პაოლოზე” ფლორენციელებმა უკანასკნელად 2014 წელს გაიმარჯვეს. 2014 წლის 23 მარტს გამართული შეხვედრის ერთადერთი გოლი, ხუაკინმა 87-ე წუთზე გაიტანა.

ნაპოლი – ფიორენტინა (პრევიუ)

სტატიის ავტორი
-