ნეიმარი “პარი სენ-ჟერმენის” ამხანაგურ მატჩებს გამოტოვებს

ფრანგული L`Equipe-ის თანახმად, ნეიმარი “პარი სენ-ჟერმენს” ჩინეთში წინასასეზონო ტურნეზე კი გაჰყვა, თუმცა ბრაზილიელი ვარკსვლავი ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობას არ მიიღებს.

ასევე ცნობილია, რომ ნეიმარი საფრანგეთის სუპერთასის მატჩსაც გამოტოვებს – პარიზელები 3 აგვისტოს “რენს” დაუპირისპირდებიან.

სავარაუდოა, რომ ნეიმარი მოედანს 11 აგვისტოს დაუბრუნდება, როდესაც საფრანგეთის ჩემპიონატი აიღებს სტარტს – ცხადია იმ შემთხვევაში, თუკი ბრაზილიელი კვლავ ფრანგული გუნდის შემადგენლობაში იქნება.

ნეიმარი “პარი სენ-ჟერმენის” ამხანაგურ მატჩებს გამოტოვებს

სტატიის ავტორი
-