ნეიმარი: “პსჟ ჯერ 100%-ით მზად არ არის”

ბრაზილიელი თავდამსხმელის, ნეიმარის განცხადებით, “პსჟ” ამ ეტაპზე ჯერ საუკეთესო ფორმაში არ იმყოფება.

“სეზონი სულ ახალი დაწყებულია და ფორმაში შესასვლელად დრო გვჭირდება. თავს შესანიშნავად ვგრძნობ და გუნდისთვის მაქსიმუმის გაკეთება მინდა”, – განაცხადა ნეიმარმა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, 10 ოქტომბერს “პსჟ” “ცრვენა ზვეზდას” დაუპირისპირდება. პირველ ტურში პარიზელებმა მატჩი “ლივერპულთან” ანგარიშით 3:2 დათმეს. 

“პსჟ-სთან” დაკავშირებით საინტერესო განცხადება გააკეთა საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა. ფრანგი სპეციალისტის მოსაზრებით, პარიზულ კლუბს ჩემპიონთა ლიგის მოგება საფრანგეთის ჩემპიონატში არსებული დაბალი კონურენტუნარიანი პირობების დამსახურებით არ შეუძლია.

 

ნეიმარი: “პსჟ ჯერ 100%-ით მზად არ არის”

სტატიის ავტორი
-