ნეიმარი სვამს და არ ვარჯიშობს | პსჟ-ში დიდი არეულობაა

“პსჟ”-ში მორიგი არეულობაა – გავრცელებული ინფორმაციით, ნეიმარი ალკოჰოლს იღებს და აღარ ვარჯიშობს. ფრანგული მედიის შეფასებით, ბრაზილიელი გუნდს ანადგურებს.

როგორც ცნობილია, 30 წლის ვარსკვლავი “პსჟ”-ს ხელმძღვანელობას ღიად უპირისპირდება. რაც შეეხება მაურისიო პოჩეტინოს, ის კონტროლის დამყარებას ვეღარ ახერხებს.

“რეალთან” განცდილი მძიმე მარცხისა (0:3) და ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, ნეიმარს პარიზელმა გულშემატკივარმა დაუსტვინა.

“ეს ასეა, ნეიმარი “პსჟ”-ის შურისძიების სულისკვეთებით არის სავსე. ვარჯიშებზე თითქმის მთვრალი მიდის და აღაფერს აკეთებს. თუ არ გაუშვებენ, ნეიმარი გუნდს დააზიანებს,” – ამბობს ფრანგი ჟურნალისტი, დანიელ რიოლო.

ნეიმარი სვამს და არ ვარჯიშობს | პსჟ-ში დიდი არეულობაა

სტატიის ავტორი
-