ნევილი: ,,სიტის ძირითად შემადგენლობაში იუნაიტედის ვერცერთი ფეხბურთელი ვერ მოხვდებოდა”

,,მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მცველმა, გარი ნევილმა, ,,წითელი ეშმაკების” ფეხბურთელები ,,მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელებს შეადარა:

,,მანჩესტერ სიტის ძირითად შემადგენლობაში იუნაიტედის ვერცერთი ფეხბურთელი ვერ მოხვდებოდა. მინდა, გულწრფელი ვიყო. დიაში, ლაპორტი, კანსელუ, უოკერი – თითოეული მათგანი იუნაიტედის დაცვის ოთხეულზე ძლიერია. ნახევარდაცვა – ფერნანდინიო და როდრი ,,წითელი ეშმაკების” საყრდენებზე უკეთესები არიან. ბერნარდუ სილვა, გიუნდოგანი, დე ბრუინე… თუ ბოლო 12-18 თვეს გავითვალისწინებთ, ბრუნო ფერნანდეში ერთადერთია, ვისაც სიტის თერთმეტეულში მოხვედრის შანსი ექნებოდა, მაგრამ მას სილვას ან დე ბრუინეს ნაცვლად ვერ დავაყენებდი. ქალაქელთა შემადგენლობაში ვერც რონალდუ მოხვდებოდა,” – ნევილის სიტყვებს Daily Mail-ი ციტირებს.


დღეს პრემიერლიგის 28-ე ტურში, ,,მანჩესტერ სიტი” ,,მანჩესტერ იუნაიტედს” უმასპინძლებს. მატჩი 20:30 საათზე დაიწყება.

ნევილი: ,,სიტის ძირითად შემადგენლობაში იუნაიტედის ვერცერთი ფეხბურთელი ვერ მოხვდებოდა”

სტატიის ავტორი
-