ნგოლო კანტეს ჩელსის დატოვება სურს

“არისტოკრატების” მესვეურები იმედოვნებდნენ, რომ ნგოლო კანტე გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა – თუმცა ფრანგი ნახევარმცველისთვის 2019/20 წლების სეზონი წარუმატებელი გამოდგა. ნ’გოლო კანტემ მოლოდინების გამართლება მიმდინარე სეზონშიც ვერ შეძლო და გუნდის დატოვებაზე ფიქრობს.

2020/21 წლების სეზონის დაწყებამდე კანტეს ტრანსფერზე აქტიურად იწერებოდა, მაგრამ ფრანგმა ნახევარმცველმა “სტემფორდ ბრიჯზე” დარჩენა გადაწყვიტა. მოგვიანებით განვითარებული მოვლენების შედეგად, კანტე “ჩელსის” დატოვებაზე კვლავ დაფიქრდა. Le Parisien-ის მტკიცებით, კანტე ლამპარდის საქციელმა გაანაწყენა.

გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგმა ნახევარმცველმა მეგობრის ქორწილში დასწრების მიზნით, ლამპარდს ვარჯიშიდან გათავისუფლება სთხოვა – ამ უკანასკნელისგან კი კატეგორიული უარი მიიღო. Le Parisien-ის მტკიცებით, კანტე მთავარი მწვრთნელისგან უარს არ ელოდა და აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, მათი ურთიერთობა დაიძაბა. ფრანგული წყაროების მიხედვით, ნ’გოლო კანტე “ჩელსის” მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.

 

 

ნგოლო კანტეს ჩელსის დატოვება სურს

სტატიის ავტორი
-