ნიმი 2:4 პსჟ – ვიდეო მიმოხილვა

“პარი სენ ჟერმენი” კვლავ უდანაკარგოდ ასპარეზობს. საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-4 ტურის შეხვედრაში, პარიზულმა გრანდმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ელიტის ახალწვეული, “ნიმი” ერთ-ერთ ყველაზე ძლევამოსილ ფრანგულ კლუბს მასპინძლობდა, რომელსაც შეიძლება ითქვას, რომ ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია.

“პსჟ” ნეიმარის და ანხელ დი მარიას გოლების წყალობით დაწინაურდა, თუმცა “ნიმის” ფეხბურთელებმა თამაშის ხარისხის გამოსწორება შეძლეს და მეორე ტაიმში ორ ბურთიანი სხვაობაც აღმოფხვრეს. კლასისა და გამოცდილების ხარჯზე, ტომას ტუხელის გაწვრთნილმა “პსჟ”-მ მაინც შეძლო გამარჯვების მოპოვება. 77-ე წუთზე კილიან მბაპემ “პსჟ” კვლავ დააწინაურა, ხოლო 91-ე წუთზე კავანიმ მეოთხე გოლი გაიტანა “ნიმის” კარში და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

შეიძლება ითქვას, რომ შეხვედრა კილიან მბაპესათვის ნეგატიურად დასრულდა. მატჩის მიწურულს მასპინძლებმა მის წინააღმდეგ იუხეშეს. პარიზელთა ახალგაზრდა ფორვარდმა ნერვების მოთოკვა ვერ შეძლო და მოწინააღმდეგეს უთავაზა, რის გამოც მთავარმა არბიტრმა მას წითელი ბარათი უჩვენა.

ნიმი 2:4 პსჟ - ვიდეო მიმოხილვა 1

ნიმი 2:4 პსჟ – ვიდეო მიმოხილვა

სტატიის ავტორი
-