ნიუკასლთან განადგურების შემდეგ, ტოტენჰემის ფეხბურთელებმა ფანებს მოუბოდიშეს

პრემიერ ლიგის 31-ე ტურში, ლონდონის “ტოტენჰემი” “ნიუკასლთან” სტუმრად 6:1 განადგურდა. დედაქალაქელები საწყის 21 წუთში 5:0 აგებდნენ.

სამარცხვინო განადგურების შემდეგ, ლონდონის “ტოტენჰემმა” სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ისინი გულშემატკივრებს ბოდიშს უხდიან.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კლუბის გადაწყვეტილებით, ლონდონელი გულშემატკივრები, რომლებიც ნიუკასლში საკუთარი გუნდის საგულშემატკივროდ ჩავიდნენ, ბილეთში გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ.

https://twitter.com/sportbible/status/1650851003762196480

პრემიერ ლიგის 31 ტურის შემდეგ “ტოტენჰემი” 53 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფება და ჩემპიონთა ლიგის ზონას 6 ქულით ჩამორჩება.

ნიუკასლთან განადგურების შემდეგ, ტოტენჰემის ფეხბურთელებმა ფანებს მოუბოდიშეს

სტატიის ავტორი
-