ობამეიანგით ბარსელონა და ინტერი დაინტერესდნენ

კორონავირუსისგან გამოწვეული პანდემიიდან გამომდინარე სატრანსფერო პერიოდის გახსნის თარიღი ჯერ კიდევ ბურუსითაა მოცული, თუმცა შემადგენლობის გაძლიერების მსურველი კლუბები სულ უფრო მეტი ფეხბურთელით ინტერესდებიან.

ამჟამად სპორტული პრესის ყურადღების ცენტრში ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელი – ობამეიანგი მოექცა.

Sky Sport Italia-ს ცნობით “მეთოფეების” ფეხბურთელით ორი ძლიერი გუნდი – “ბარსელონა” და “ინტერი” ინტერესდება.

წყარო იუწყება, რომ თუ “ბარსელონას” ლაუტარო მარტინესთან დაკავშირებული გეგმები სისრულეში ვერ მოვა, მათთვის ობამეიანგი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე აღმოჩნდება.

პიერ-ემერიკ ობამეიანგმა “არსენალის” მაისურით მინდორზე 99 შეხვედრა ჩაატარა, აღნიშნულ პერიოდში მან 61 გოლის გატანა და 13 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.

ობამეიანგით ბარსელონა და ინტერი დაინტერესდნენ

სტატიის ავტორი
-