ოფიციალურად: ბართომეუმ ბარსელონას პრეზიდენტის პოსტი დატოვა 

ევროპის წამყვანი საფეხბურთო გამოცემები ერთხმად იუწყებიან, რომ ხოსეპ მარია ბართომეუმ “ბარსელონას” პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა.

ჯერჯერობიოთ დეტალები ცნობილი არ ხდება და კომენტარს არც კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს, თუმცა ცნობილი ხდება, რომ ბართომეუს გზას კატალონიური გრანდის დირექტორთა საბჭოს სრული შემადგენლობა გაუყვება.

ესპანელი ბიზნესმენი “ბლაუგრანას” 2014 წლის 23 იანვრის შემდეგ ხელმძღვანელობდა, ბოლო წლები კი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი იყო. მის არაერთ საეჭვო საქმიანობას გულშემატკივრისა და მედიის მხრიდან მუდმივი კრიტიკა თან სდევდა.

მასალა ეტაპობრივად განახლდება

 

 

ოფიციალურად: ბართომეუმ ბარსელონას პრეზიდენტის პოსტი დატოვა 

სტატიის ავტორი
-