ოფიციალურად: ჩემპიონთა ლიგის ფინალი პორტუგალიაში გაიმართება

სულ ახლახანს, ოფიციალურად დადასტურდა ის ინფორმაცია, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რომელიც 29 მაისს სტამბოლში უნდა გამართულიყო გაუქმებულია და ადგილმდებარეობა შეიცვალა. 29 მაისს, ფინალი პორტუგალიაში, პორტუში, კერძოდ კი “დრაგაუზე” გაიმართება.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალისტების 6-6 ათასი გულშემატკივარი დაესწრება თამაშს, ანუ ჯამში 12 000 გულშემატკივარი.

თურქეთში, ჩემპიონთა ლიგის ფინალი კორონავირუსის პანდემიის რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო აღარ გაიმართება.

ოფიციალურად: ჩემპიონთა ლიგის ფინალი პორტუგალიაში გაიმართება

სტატიის ავტორი
-