ოფიციალურად – იკარდიმ პსჟ-სთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა

“პსჟ-ს” ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ არგენტინელმა თავდამსხმელმა კლუბთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

იკარდი პარიზულ გრანდში 2024 წლის ივნისამდე დარჩება.

ტრანსფერის თანხა 50 მილიონი ევრო გახლავთმ პლიუს ბონუსები 20 მილიონი ევროს ფარგლებში.

შეგახსენებთ, რომ იკარდიმ “პსჟ-ს” რიგებში მიმდინარე სეზონში 31 შეხვედრაშ 20 გოლი გაიტანა.

ოფიციალურად – იკარდიმ პსჟ-სთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა

სტატიის ავტორი
-