ოფიციალურად: ჯონ ობი მიკელი თურქულ კლუბს შეუერთდა

გავრცელებული ინფორმაციით, ჯონ ობი მიკელის კარიერა “ტრაბზონსპორში” გაგრძელდება. “ჩელსის” ყოფილი ფეხბურთელის ტრანსფერი უკვე დაადასტურა თურქულმა კლუბმა.

წყაროს მტკიცებით, ჯონ ობი მიკელი თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა “ტრაბზონსპორს” და 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე შესაძლოა გახანგრძლივდეს.

ოფიციალურად: ჯონ ობი მიკელი თურქულ კლუბს შეუერთდა 1

შეგახსენებთ, ჯონ ობი მიკელი “ჩელსის” ღირსებას 2006-17 წლებში იცავდა. პრემიერ ლიგის გრანდთან ერთად, ნიგერიელი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა, ასევე ორჯერ დაეუფლა პრემიერ ლიგის ჩემპიონის ტიტულს.

ოფიციალურად: ჯონ ობი მიკელი თურქულ კლუბს შეუერთდა

სტატიის ავტორი
-