ოფიციალურად: მილანმა რეალის ფეხბურთელი შეიძინა

“როსონერის” რიგებს “რეალის” ფეხბურთელი ტეო ერნანდესი შეუერთდა. გავრცელებული ინფორმაციით, “მილანმა” ერნანდესის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაიხადა.

21 წლის განაპირა მცველმა “მილანთან” 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. კონტრაქტის დეტალების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ წუთისათვის არ ვრცელდება. შეგახსენეთ, გასული სეზონი ტეო ერნანდესმა იჯარის წესით “რეალ სოსიედადში” გაატარა, სადაც ყველა ტურნირზე 24 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

ოფიციალურად: მილანმა რეალის ფეხბურთელი შეიძინა

სტატიის ავტორი
-