ოფიციალურად – რადამელ ფალკაო კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს

35 წლის კოლუმბიელმა ფეხბურთელმა, რადამელ ფალკაომ, ,,რაიო ვალეკანოსთან” ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაციას ესპანური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ფორვარდი ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

ფალკაომ 2011-2013 წლებში, ლა ლიგაში, მადრიდის ,,ატლეტიკოსთან” ერთად 2 სეზონი გაატარა და ჩემპიონატში ჩატარებულ 68 შეხვედრაში 52 გოლი გაიტანა. ფორვარდი ბოლოს ,,გალათასარაიში” თამაშობდა.

ლა ლიგის ახალი სეზონის 3 ტურის შემდეგ, ,,რაიო ვალეკანო” 3 ქულით ცხრილის მე-10 პოზიციაზეა.


ოფიციალურად – რადამელ ფალკაო კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს

სტატიის ავტორი
-