ინგლისის პრემიერ ლიგის 36-ე ტურის შეხვედრაში, “საუთჰემპტონისა” და “ფულჰემის” დაპირისპირება შედგა.
იმისათვის, რომ ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლა განეგრძო, “საუთჰემპტონს” 3 ქულის მოპოვება ესაჭიროებოდა, თუმცა, “წმინდანები” 0:2 დამარცხდნენ.
პრემიერ ლიგის 36 ტურის შემდეგ, “საუთჰემპტონს” 24 ქულა აქვს და მე-17 ადგილზე მყოფ “ევერტონს”, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 8 ქულით ჩამორჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ “საუთჰემპტონი” პრემიერ ლიგიდან ოფიციალურად გავარდა და მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში იასპარეზებს.